Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანისთვის ერთადერთი გუნდი "კაკულიების გუნდია"


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

„თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და მას ჰქვია კაკულიების გუნდი. ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი“ - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, ხედავს თუ არა თავის ადგილს ეკა ბესელიას ახალ პოლიტიკურ გუნდში, თუკი მისი პოზიცია გაზიარებული არ იქნება და მინისტრის თანამდებობას დატოვებს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება „ქართულ ოცნებასთან“ რა პოზიციზეც არ უნდა ვიყო. და თუ არცერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები "ქართული ოცნების" ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი არ ასახელებს საკითხს, რომელზეც მისი პოზიციის გაუზიარებლობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს. წულუკიანის ინფორმაციით, ეს დისკუსია აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი საკითხის დაკონკრეტებას საჭიროდ არ თვლის და ღიად საერთოდ არ ისაუბრებდა, ინფორმაცია გარეთ რომ არ გამოსულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG