Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 28 დღით დააპატიმრეს აქტივისტი, რომელმაც „საფლავი“ მოუწყო პრეზიდენტ პუტინს


რუსეთის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნის სასამართლომ 28 დღით პატიმრობა შეუფარდა აქტივიტ კარიმ იამადაევს ინსტალაციისათვის, რომელსაც მიცემული აქვს პრეზიდენტ პუტინის პორტრეტიანი საფლავის ფორმა.

იამადაევმა ინსტალაცია საგამოძიებო კომიტეტის მახლობლად დააყენა.

სასჯელის შესახებ ცნობა გაავრცელა ადვოკატმა რუზილ მინგალიმოვმა. იამადაევი დამნაშავედ ცნეს საჯარო აქციის ორგანიზების ან ჩატარების დადგენილი წესის განმეორებით დარღვევაში.

აქტივისტი 10 მარტს დააკავეს პუტინის „საფლავის“ მოწყობაში ეჭვმიტანით. საფლავის ქვა პუტინის სურათით და თარიღებით 1952-2019 კვირას დილას იქნა აღმართული.

მიმდინარე წლის იანვარში იამადაევი რვა დღით დააკავეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა თვითნაკეთი მემორიალის დადგმისათვის. ნაბერეჟნიე ჩელნი თათრეთის რესპუბლიკაში მდებარეობს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG