Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, ალიევ-ფაშინიანის შეხვედრის წინ


ბაქოს მიერ შეძენილი რუსული ტანკები
ბაქოს მიერ შეძენილი რუსული ტანკები

აზერბაიჯანში დაიწყო მასშტაბური სამხედრო მანევრები, რომელშიც, ქვეყნის სამხედრო უწყების ცნობით, მონაწილეობს 10 ათასი ჯარისკაცი, 500 ტანკი, 300 სარაკეტო სისტემა, სამხედრო ავიაცია და სხვა საბრძოლო ტექნიკა. ხუთდღიანი სწავლება წინ უძღვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას, რომელიც მხარეთა განცხადებით უახლოეს ხანში უნდა გაიმართოს, ძირითადად, სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო.

„ასეთი სამხედრო სწავლება არ უწყობს ხელს მშვიდობისათვის სასარგებლო გარემოს შექმნას“- ასე გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანში მიმდინარე წვრთნას.

მთიანი ყარაბაღი, ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სომეხმა სეპარატისტებმა დაიკავეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში. სამხედრო კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია კონფლიქტის გადაჭრის მიზნით 27 წლის განმავლობაში წარმოებულ დიპლომატიურ ძალისხმევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG