რუსეთის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ორ აქტივისტს ინსტალაციისათვის, რომელსაც მიცემული აქვს პრეზიდენტ პუტინის პორტრეტიანი საფლავის ფორმა. ინსტალაცია საგამოძიებო კომიტეტის წინ დააყენეს.
სასამართლოს 12 მარტის გადაწყვეტილებით, კარიმ იამადაევმა 28 დღე, ხოლო ნიკოლაი პერესედოვმა 6 დღე უნდა დაჰყონ ციხეში.
იამადაევი 10 მარტს დააკავეს პუტინის „საფლავის“ მოწყობაში ეჭვმიტანით. საფლავის ქვა პუტინის სურათით და თარიღებით 1952-2019 კვირას დილას იქნა აღმართული.
ადვოკატმა რუზილ მინგალიმოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კლიენტი დამნაშავედ ცნეს საჯარო აქციის ორგანიზების ან ჩატარების დადგენილი წესის განმეორებით დარღვევაში და რომ დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს.
რაც შეეხება პერესედოვს, რომელიც 11 მარტს დააკავეს და ცალკე გაასამართლეს, ნაბერეჟნიე ჩელნის საქალაქო სასამართლომ რადიო თავისუფლებს უთხრა, რომ ის დამნაშავედ ცნეს ხელისუფლების სანქციის გარეშე საჯარო აქციის მოწყობაში, რასაც მოჰყვა მისთვის თავისუფლების ექვსი დღით აღკვეთის შეფარდება.
მიმდინარე წლის იანვარში იამადაევი რვა დღით დააკავეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა თვითნაკეთი მემორიალის დადგმისათვის. ნაბერეჟნიე ჩელნი თათრეთის რესპუბლიკაში მდებარეობს.