ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს იმ 10 ქალაქის სია, რომლებშიც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.
უკვე მეხუთედ, პირველი ადგილი ერგო ნიუ-იორკს. იქ ცხოვრობს 84 კაცი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებიდან, რომელთა ქონებაც, მთლიანობაში, 470 მილიარდ დოლარს აღწევს. ქალაქში ყველაზე შეძლებულად ითვლება საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი მაიკლ ბლუმბერგი. მისი ქონება შეფასებულია 50,5 მილიარდ დოლარად.
მეორე ადგილი ეკუთვნის ჰონ-კონგს 79 მილიარდერით, ხოლო მესამე - მოსკოვს.
რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს 71 მილიარდერი, რომელთაგან ხუთის მიმართ გასული წლის აპრილიდან მოქმედებს აშშ-ის სანქციები. მოსკოვის უმდიდრესი მკვიდრია კომპანიების „ნოვატეკისა“ და „სიბურის“ აქციების მფლობელი ლეონიდ მიხელსონი 24 მილიარდი დოლარით.
„ფორბსის“ რეიტინგით, დანარჩენ ადგილებს იკავებენ პეკინი, ლონდონი, შანხაი, საფნ-ფრანცისკო, შენჩჟენი, სეული და ბომბეი.