Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის გამო


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „გალში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული მდგომარეობის გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით.“ პრეზიდენტი იზიარებს ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და მძიმე წუთებში გამძლეობას უსურვებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 12 მარტს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით მიმდინარეობს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა.

XS
SM
MD
LG