Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია სწრაფად განიხილავს მოსამართლეთა შესარჩევად უმრავლესობაში მომზადებულ პროექტს


ჯანი ბუკიკიო
ჯანი ბუკიკიო

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, კომისიასთან ითანამშრომლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და პროცედურების დასადგენად.

ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯანი ბუკიკიო აღნიშნავს, რომ ოპერატიულად განიხილავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნას, რადგან ვენეციის კომისია აცნობიერებს, რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სრული შემადგენლობის დაკომპლექტება.

რაც შეეხება სხვა მოსამართლეებს, ვენეციის კომისიის პოზიციაა, რომ მათი სტატუსი გაურკვეველი არ უნდა დარჩეს ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში. „პენსიაზე გასვლამდე მოსამართლეთა დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებით სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა“ - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.

ვენეციის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციებისთვის მიმართა მისი ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს და კრიტერიუმებს.

საკუთარი კანონპროექტი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, ეკა ბესელიასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG