Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დევნილთა დასახლებაში აღარ ცხოვრობდა


სამეგრელოს რეგიონიდან ოკუპირებული გალისკენ მიმავალი გზა
სამეგრელოს რეგიონიდან ოკუპირებული გალისკენ მიმავალი გზა

ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია წლების წინ, ბებიასთან ერთად ცხოვრობდა სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა სენაკის მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ.

მისი ინფორმაციით, ბებია დაახლოებით 10 წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მეზობლებს ირაკლი კვარაცხელია აღარ უნახავთ.

ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც ცოლთან განქორწინებული იყო, 8 წლის შვილი დარჩა. გოჩა ჭანტურიას თქმით, მისთვის უცნობია ირაკლი კვარაცხელია გარკვეული პერიოდულობით გადადიოდა თუ არა ოკუპირებულ გალის რაიონში.

ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარის მკვიდრი იყო. ჯერჯერობით დუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კვარაცხელია გალის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლისას დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 12 მარტს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG