Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 1 აპრილს აპირებს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას პირველ აპრილს აპირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უკრაინელი ჟურნალისტისთვის, დმიტრი გორდონისთვის აშშ-დან, სკაიპით მიცემული ინტერვიუს დროს.

სააკაშვილის თქმით, მან უკვე შეიძინა ვარშავა-კიევის ავიარეისის ბილეთი, რადგან დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ვერც მეორე ტურში გავა. მიხეილ სააკაშვილმა გორდონს ავიაბილეთიც უჩვენა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არცერთი უკრაინელი მესაზღვრე არ შეასრულებს პოროშენკოს ბრძანებას, რომ ქვეყანაში არ შეუშვან.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, მას სჯერა უკრაინის მომავლის და ოცნებობს დამოუკიდებელ უკრაინაზე პოროშენკოს გარეშე.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვა. 2018 წელს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლის თებერვლამდე აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG