Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-თალიბანის სამშვიდობო მოლაპარაკება დასრულდა პროგრესით, მაგრამ შეთანხმების გარეშე


აშშ-სა და თალიბანს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების ყველაზე ხანგრძლივი რაუნდი დასრულდა პროგრესით, მაგრამ ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის შესახებ შეთანხმების გარეშე - ამბობს აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი.

"მშვიდობისთვის პირობები გაუმჯობესდა. ცხადია, რომ ყველა მხარეს სურს ამ ომის დასრულება. წარმატების და ჩავარდნების მიუხედავად, პროცესი გავაგრძელეთ და ნამდვილად გადამწვეტი ნაბიჯები გადავდგით" - დაწერა ხალილზადმა ტვიტერზე და დასძინა, რომ მიმდინარე თვეში შეიძლება კიდევ ერთი რაუნდი შედგეს, ყატარში გამართული, 16-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ.

აშშ-ის და თალიბანის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაეზუსტებინათ იანვარში მიღწეული ჩარჩო შეთანხმების დეტალები. ძირითადი უთანხმოება ეხება ოთხ, ერთმანეთთან დაკავშიერებულ საკითხს, მათ შორის თალიბანის მხრიდან კავშირის გაწყვეტას აშშ-ის მიერ ტერორისტებად მიჩნეულ ჯგუფებთან, აშშ-ის ჯარის გამოყვანის ვადებს, ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკების გამართვას საკუთრივ ავღანეთის ძალებს შორის, რომელმაც თალიბანის და ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მოიცვას.

"პროგრესს ორ საკითხზე მივაღწიეთ" - განაცხადა თალიბანის პრესმდივანმა. მას მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის ჯარების გაყვანა და შეთანხმება, რომ უცხოელი ექსტრემისტები ავღანეთის ტერიტორიას არ გამოიყენებენ სამომავლო ტერორისტული თავდასხმებისთვის.

XS
SM
MD
LG