Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პარლამენტის თავმჯდომარე და ეს გავლენიანი ჯგუფი შეთანხმებულად მოქმედებენ"


არასამთავრობო ორგანიზაციები „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აფასებენ სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულებას. ეს ორი დოკუმენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მომზადდა და დამტკიცდა 2016 წელს. მონიტორინგის პერიოდში შესწავლილი 100-მდე აქტივობიდან 53%შეუსრულებელია, 20% - ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 26% -შესრულებული. ანგარიშის ავტორების თანახმად,„სასამართლო ხელისუფლებისთვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არის პრიორიტეტული დოკუმენტი, მათი შესრულების პროცესი კი ფორმალურია და პრაქტიკულად, ყველა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება“. EMC-ს იურისტი, მარიამ მხატვარი „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ „ამ დოკუმენტის ფარგლებში შეიძლებოდა განხილულიყო ყველა ის საკითხი, რაზეც ახლა მიდის მსჯელობა“. მარიამ მხატვრის თქმით, ჯერჯერობით არ არის შემუშავებული ახალი სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესამუშავებლად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, EMC-ს იურისტი კიდევ ერთხელ განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე: „რამდენიმე პრინციპული საკითხია ამ კანონპროექტში, რაც, ჩვენი აზრით, უნდა შეიცვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებელი უნდა იყოს უზენაესის მოსამართლეებად გამწესდნენ ის პირები, რომლებიც არ მოდიან სასამართლო სისტემიდან. თუმცა, ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონტპროექტი ამის შესაძლებლობას ნაკლებად ითვალისწინებს და განსაზღვრავს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას, როგორც ერთ-ერთ სავალდებულო კრიტერიუმს უზენასის მოსამართლეობის კანდიდატისათვის“. რადიო თავისუფლების ეთერში სტუმრობისას IDFI-ს კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, ქეთევან კუკავა ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ პროცესში არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება [მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია] მიიღეს, დატოვონ სასამართლო სისტემა. საუკეთესო კანონმდებლობაც რომ დავწეროთ, თუკი საბჭოს ეს წევრები დარჩებიან სასამართლო სისტემაში, ვერ მივიღებთ ისეთ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას ობიექტურად და გამჭვირვალედ. ირაკლი კობახიძის პროექტი ცხადად აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და ეს გავლენიანი ჯგუფი შეთანხმებულად მოქმედებენ და ეს კანონპროექტი პირდაპირ ემსახურება ამ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს. ყველაზე პრინციპული საკითხი არის ის, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს დამატებით ბარიერს იმისთვის, რომ არ მოხვდნენ ახალი კადრები უზენაეს სასამართლოში“. ქეთევან კუკავა ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში წარუდგინა ხელისუფლებას წინადადებები, რომელთა გათვალისწინებასაც მნიშვნელოვნად თვლის მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესის უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს (მოსამართლე წევრთა 2/3-ს და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა), აგრეთვე საბჭოს წევრის კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში მისთვის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერებას. მარიამ მხატვარი ხაზს უსვამს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის საკითხს. „დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა არ სარგებლობს სათანადო დამოუკიდებლობით და რეალურად დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე. საბჭო აცხადებს კონკურსს მსმენელების მიღებაზე, საბჭო არის მასშტაბურად ჩართული ამ პროცესში“. ქეთევან კუკავა განავრცობს თემას: „იუსტიციის უმაღლესი სკოლა თავად უნდა იღებდეს მსმენელებს და არ უნდა იყოს დამოკიდებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია თვითნებურად მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადებაზე უარის თქმის თაობაზე. 2016-2017 წლებში საბჭომ საერთოდ არ გამოაცხადა კონკურსი. შესაბამისად, ახალი კადრები ფაქტობრივად არ არსებობდა. ხელოვნურად მოხდა, რომ ისევ ლოიალური მოსამართლეები დანიშნულიყვნენ სასამართლო სისტემაში უვადოდ“. რაც შეეხება მოცემული მომენტის მნიშვნელობასა და რეფორმის პერსპექტივას, EMC-ს იურისტი აცხადებს: „თუ არ იქნება სათანადო ნება

XS
SM
MD
LG