Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა 167-ე ადგილი დაიკავა უცხოელებისთვის კომფორტული ქალაქების სიაში


მოსკოვმა 167-ე ადგილი დაიკავა უცხოელი სპეციალისტებისთვის კომფორტული ქალაქების სიაში. რეიტინგი განთავსებულია საკონსულტაციო კომპანია Mercer-ის ვებსაიტზე.

რეიტინგში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა დასვენების შესაძლებლობები, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, სამოქალაქო ტრანსპორტის მუშაობა, სოციალური ვითარება, უცხოელ სპეციალისტთა და მათი ოჯახებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და განათლების ხელმისაწვდომობა. სხვადასხვა ფაქტორის ერთიანობით მოსკოვი საცხოვრებლად უფრო ნაკლებად მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე გაბონის დედაქალაქი ლიბრევილი (166-ე ადგილი), ბოლივიის ქალაქი ლა-პასი (156), მაროკოს დედაქალაქი რაბათი (117) ანდა სამხრეთ აფრიკის სიდიდით მესამე ქალაქი დურბანი (88).

რუსეთის სხვა ქალაქებიდან რეიტინგში წარმოდგენილია მხოლოდო სანქტ-პეტერბურგში. ის 231 ქალაქის სიაში 174-ე ადგილზეა. სანქტ-პეტერბურგის წინაა კიევი (173) და მას ოდნავ ჩამორჩება მინსკი (188).

Mercer-ის რეიტინგში თბილისი 187-ე ადგილზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG