Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით გვითხრეს, რომ საქართველო ევროინტეგრაციას ვერ მიაღწევს


Georgia -- Salome Samadashvili, parliamentarian. Tbilisi, 06Mar2019
Georgia -- Salome Samadashvili, parliamentarian. Tbilisi, 06Mar2019

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი", სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების თაობაზე იმას ნიშნავს, რომ საქართველო, დღეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ვერ მიაღწევს.

14 მარტს გამართულ პრესკომფერენციაზე აღნიშნა, რომ ამ ანგარიშის თანახმად, საქართველო არის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებს არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, რადგან ძალადობის, ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ჩატარდა სარეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. და რომ ეს არის სახელმწიფოში, სადაც სუს-ი ერევა ადამიანების პირად სივრცეში:

„ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას, როგორც მას ესაჭიროება და არანაირი სამოქალაქო ზედამხედვეელობა სუს-სა და უშშიშროების სამსახურებზე არ არსებობს. რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან და აუცილებლად მინდა ვახსენო დავით კირკიტაძის საქმე, რომელიც არის ასევე მოხსენიებული; სახელმწიფოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთითა და ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე; და რაც მთავარია, სახელმწიფოში, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და შესაბამისად, არანაირი უფლებისა და თავისუფლების შესაძლებლობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამ ანგარიშში გამოკვეთილი აქცენტები კი ნიშანია იმისა, ამბობს სალომე სამადაშვილი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება.

„ ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში, დემოკრატია, ფაქტობრივად, არ არსებობს. საქართველო დარჩება ღარიბ და განუვითარებელ სახელმწიფოდ, რადგან არც ერთი ინვესტორი, რომელიც ამ ანგარიშს წაიკითხავს, არ ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო“.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საქართველოში დაიწყოს სწრაფი რეფორმების განხორციელება.

XS
SM
MD
LG