Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ავიადარტყმებს


სირიის პროვინცია იდლიბში, სულ ცოტა, 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ მეამბოხეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მაშველებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით.

ხოლო ლონდონში დაფუძნებულ ჯგუფ „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. დაიჭრა 60-მდე ადამიანი.

უფლებადამცველების ცნობით, რუსეთის თვითმფრინავები დღე-ღამის განმავლობაში ბომბავდნენ რეგიონს, რაც იყო ბოლო თვეების ყველაზე მასშტაბური იერიში.

ავიადარტყმები მიმართული იყო მეამბოხეების დარჩენილი ძალების წინააღმდეგ. „როიტერსის“ თანახმად, ათობით პატიმარი გაიქცა ციხიდან, რომელიც დაბომბვის დროს დაინგრა.

რუსეთმა 13 მარტს მიიტანა იერიში იდლიბზე. თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ განადგურებულ იქნა ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების იარაღის საწყობი. მოსკოვს არ გაუკეთებია კომენტარი ცნობებზე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.

XS
SM
MD
LG