Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი პარლამენტარები კენჭს უყრიან ბრექსიტის გადავადებას


ბრიტანეთის პარლამენტში 14 მარტს გაიმართება კენჭისყრა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გადავადების შესახებ. 13 მარტს ბრიტანელმა პარლამენტარებმა უარყვეს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა.

ბრექსიტის თარიღად განსაზღვრულია 29 მარტი, მაგრამ ვადამ შესაძლოა გადაიწიოს, თუ ბრიუსელი დათანხმდება ბრიტანეთის შესაბამის ოფიციალურ მოთხოვნას.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა 14 მარტს გამოთქვა აზრი, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ბრიტანეთისათვის ევროკავშირიდან გასვლის დიდი ხნით გადასავადებლად.

როგორც ტუსკმა ტვიტერში დაწერა, მომავალი კვირის სამიტის დროს ის მიმართავს ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრის ქვეყნის ლიდერებს, იყვნენ მზად „ხანგრძლივი გადავადებისათვის“, თუ გაერთიანებული სამეფო საჭირო ჩათვლის ბრექსიტის სტრატეგიის გადასინჯვას.

XS
SM
MD
LG