Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „დამნაშავეობრივ იერარქიაში მაღალი პოზიციის“ დაკავებისთვის სასჯელი დაწესდა


რუსეთის დუმამ მესამე წაკითხვით დაამტკიცა სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესუალურ კოდექსებში შესწორება, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი კანონი.

ამ კანონით, პირები, რომლებიც „დამნაშავეობრივ იერარქიაში მაღალი პოზიცია“უკავიათ, დაისჯებიან. როგორც პარლამენტის ქვედა პალატის საიტი იტყობინება, პირებს, ვისაც ეს დაუმტკიცდება, 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიღებული კანონი გამოყოფს დამნაშავეობრივ შეკრებებში მონაწილეობას. ამ გვარი დარღვევისთვის გათვალისწინებულია 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა.

სასჯელი გამკაცრდა იმ პირების მიმართ, რომლებიც დამნაშავეობრივ გაერთიანებებში მონაწილეობენ.

ეს შესწორებები პარლამენტში თებერვალში შეიტანა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. დოკუმენტს ახლავს განმარტება, რომ რუსეთში ორგანიზებული დამნაშავეობრივი დაჯგუფებები ყველაზე საშიშ და მძიმე დანაშაულებს სჩადიან, ხოლო ლიდერები, მათი პოზიციის გამო, თავს არიდებენ პასუხისმგებლობას.

ექსპერტები გამოთქვამენ გაფრთხილებას, რომ ახალი კანონის ფორმულირება ორგანიზებული დანაშაულის შესახებ შეიძლება შეეხოს პირებს, რომლები ეკონომიკურ დანაშაულისთვის არიან პასუხისგებაში მიცემული.

„დამნაშავეობრივ იერარქიაში მაღალი პოზიციის“ მქონე პირებს რუსეთში „კანონიერ ქურდებს უწოდებენ“.

2004 წელს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას იძლეოდა პასუხისგებაში მიეცათ პირი მხოლოდ იმისთვის, თუ აღიარებდა, რომ ქურდულ სამყაროს მიეკუთვნებოდა. ამ კანონს აკრიტიკებდნენ უფლება დამცველები, რომ რომელიმე იდეოლოგიის აღიარება (ამ შემთხვევაში ქურდული იდეოლოგიის), არ უნდა ითვლებოდეს დანაშაულად.

XS
SM
MD
LG