Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გეგმავს საშუალო და მცირე სიშორის ახალი რაკეტების გამოცდას


საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის შემდეგ აშშ ადრე აკრძალული რაკეტების გამოცდას აპირებს.

ამის თაობაზე როიტერსი და ასოშიეიტედ პრესი პენტაგონზე დაყრდნობით იტყობინებიან. ცნობით, ხმელეთზე განთავსებული ფრთოსანი რაკეტების გამოცდა აგვისტოში იგეგმება. მათი მოქმედების სიშორე ათას კილომეტრს მიაღწევს.

მოგვიანებით იგეგმება ასევე სამიდან ოთხი ათასამდე კილომეტრზე მოქმედები სბალისტიკური რაკეტების გამოცდა. რაკეტების ორივე ტიპი ბირთვული ქობინებით არ იქნება აღჭურვილი.

შარშან შემოდგომაზე განაცხადა აშშ-მა, რომ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ხელშეკრულებიდან გადის. ვაშინგტონი ამას იმით ხსნის, რომ შეთანხმება არაერთხელ დაარღვია რუსეთმა. რუსეთმა თავის მხრივ დაადანაშაულა აშშ დარღვევაში და ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მარტში ხელი მოაწერა განკარგულებას ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG