Accessibility links

site logo site logo

ვიცემერი: ბოტანიკური ბაღის ტერიტორია არ გაიყიდება და არ დაიშვება მშენებლობა


მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის გაყიდვასთან ან მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.

მაია ბითაძის თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის ფარგლებში ბოტანიკური ბაღი რჩება რეკრეაციულ ზონად და ის კვლავაც განსაკუთრებული სტატუსით ისარგებლებს.

„ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან მაღალი სტატუსი, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც გამორიცხავს მის გასხვისებას და გამორიცხავს მასში, ლანდშაპტური მშენებლობის გარდა, სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას.

ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომლის მსგავსი თბილისში არ არსებობს თავისი იურიდიული სტატუსით. შესაბამისად, მტკნარი სიცრუეა და სრულიად გაუგონარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საკითხს“, - განაცხადა ბითაძემ.

მერის მოადგილის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში ყოველწლიურად მიმდინარეობს ლანდშაპტური განაშენიანების პროცესი და 2019 წელს დაგეგმილია მთლიანი რეაბილიტაცია.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტს თბილისის საკრებულო 15 მარტს განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG