Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უზენაესი კომისარი: რუსეთის მიერ დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურები სამხედრო ტყვეებად ითვლებიან


უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც რუსეთის მესაზღვრეებმა დააპატიმრეს ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან, შეიძლება ჩაითვალონ სამხედრო ტყვეებად, ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისრის ანგარიშში.

გაერო თვლის, რომ დაპატიმრებულ მეზღვაურებს ეხება ჟენევის კონვენცია. სანამ რომელიმე კომპეტენტური სასამართლო არ მიიღებს სხვა დადგენილებას, ეს მეზღვაურებით დარჩებიან სამხედრო ტყვეების სტატუსით. ეს ნიშნავს, რომ აკრძალულია მათზე ზეწოლა, მათი დაშინება და მათთვის სამედიცინო მომსახურეობაზე უარის თქმა.

შარშან 25 ნოემბერს ყირიმის სანაპიროსთან რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს უკრაინის სამი ხომალდი და 24 მეზღვაური. მათ ბრალად ედებათ რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG