Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბრექსიტის გადავადებას


ბრიტანეთის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა ევროკავშირისადმი მიმართვას ბრექსიტის გადავადების შესახებ 29 მარტის შემდეგ, როდესაც იწურება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 412 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 202-ი.

ამის შემდეგ ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად უნდა მიმართოს ევროკავშირს გადავადების შესახებ, ხოლო გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს კავშირში შემავალი 27-ი ქვეყნის ლიდერებმა. ევროკავშირის სამიტი დაგეგმილია 21-22 მარტს.

სამიტამდე ბრიტანეთის პარლამენტი, სავარაუდოდ, გამართავს მესამე კენჭისყრას ბრექსიტის შეთანხმების თაობაზე. თუ მას პარლამენტარი მხარს დაუჭერს, მაშინ გადავადება შესაძლებელი გახდება 30 ივნისამდე.

XS
SM
MD
LG