ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის ადგილზე ამოღებული იარაღის მჭიდზე გაკეთებულ წარწერებს შორის არის ქართული წარწერაც - დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი. ფოტოს აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა „Daily Mail”. ფოტოზე ჩანს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის წარწერები რუსულად.
ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. არსებული ინფორმაციით მეჩეთებზე თავდასხმისთვის დაკავებულია 4 ადამიანი.