Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხელაშვილი: რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს საოკუპაციო ხაზს მიღმა ის ადგილები, სადაც განლაგებულები იყვნენ


"რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ტერიტორია, სადაც განლაგებულები იყვნენ, საოკუპაციო ხაზს მიღმა", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის თაობაზე.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის ფაქტი“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, შესაძლოა,პროვოკაციის წინაპირობა გახდეს, ამიტომ, განსაკუთრებით მედიას, მოუწოდებს არ გაავრცელოს დაუზუსტებელი ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG