Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ბელარუსში „მოანგარიშე“ უწოდეს რუსეთის ელჩს


ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასტიკად გააკრიტიკა რუსეთის ელჩი მიხაილ ბაბიჩი მისი ამასწინანდელი განცხადების გამო, ხოლო თავად ელჩს უწოდეს „მოანგარიშე“ და „იმედის მომცემი ბუღალტერი“.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ანატოლი გლაზის ასეთი გამონათქვამი მოჰყვა სააგენტო „რია-ნოვოსტიში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელშიც რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ არასათანადოდ ფასდება „რუსეთის რეალური წვლილი ბელარუსის ეკონომიკის განვითარებაში“. მიხაილ ბაბიჩმა აღნიშნა ისიც, ევროკავშირთან საქონელბრუნვის ზრდა მინსკის მიერ მიიღწევა რუსეთის ნავთისგან მიღებული ნავთობპროდუქტების გაყიდვითა და რუსეთის ქვანახშირის უკრაინაში სპეკულაციურ ფასად გაყიდვით.

მანამდე პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ „როშვა“ უწოდა საუბარს იმაზე, თითქოს რუსეთი „აჭმევდეს“ ბელარუსს.

XS
SM
MD
LG