Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში შედიან


ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ახლა ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოდან, სამართალდამცავთა თანხლებით მიემგზავრება სოფელში. ადგილზე ისინი საკუთარი თვალით ნახავენ იმ ტერიტორიას, რომელზეც 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმყოფებოდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

ხურვალეთში მიმავალ ჯგუფში არ არის ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა.როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, გაითვალისწინა ძალოვანი უწყებების თხოვნა და ნებაყოფლობით თქვა უარი სოფელში შესვლაზე.

ამ თხოვნის მიზეზი ჩემთვის სამარჩიელოა და მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა. რადგან მთხოვეს, რომ პირადად მე არ შევსულიყავი, სავარაუდოდ ალბათ რუსები გაღიზიანდებიან ჩემი დანახვით. ამ წუთას სხვა მიზეზი არ მომდის თავში. შესაძლოა ვცდები,“- გვითხრა დავით ქაცარავამ. „ძალა ერთობაშიას“ ჯგუფი სოფლისკენ ხუთკაციანი შემადგენლობით მიემართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG