Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს


საბრძოლო მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა 12 ნეშტი 16 მარტს დაკრძალეს. მათგან სამი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას დიღმის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და პარლამენტის წარმომადგენლებმა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება აფხაზეთიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

იდენტიფიცირებულ პირთა შორის არიან როგორც მებრძოლები, ისე სამოქალაქო პირები.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შემდეგ დღემდე დაკარგულად დაახლოებით 2300-მდე პირი ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG