Accessibility links

site logo site logo

ტირანაში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


ოპოზიციის მომხრე ალბანეთის პარლამენტთან ტირანაში, 2019 წლის 5 მარტს

ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 16 მარტს ანტი სამთავრობო გამოსვლის დროს.

არეულობა დაიწყო, როცა დემონსტრანტებმა სცადეს პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანა. ისინი პოლიციელებს ესროდნენ კვამლის ყუმბარებს და სხვა საგნებს. პოლიციამ ცრემლმდენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად.

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრის, ედი რამას მთავრობას ადანაშაულებენ კორუფციაში და ორგანიზებულ დანაშულთან კავშირში. ისინი მოითხოვენ, რომ გარდამავალ მთავრობამ მის გარეშე დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

პრეზიდენტმა, ილირ მეტამ, რომელიც აზერბაიჯანშია ვიზიტად, ოპოზიციას მოუწოდა მშვიდობიანად გამოხატოს პროტესტი.

აშშ-მა და ევროკავშირმა ოპოზიცია გააფრთხილეს, არ გამოიწვიოს ან არ მიმართოს ძალადობას მოუწოდეს, დაჯდეს მოსალაპარაკებლად.

ალბანეთს იმედი აქვს, რომ ივნისში ევროკავშირისგან მიღებს თანხმობას წევრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG