Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორჯღალოსნები“ რუს "დათვებს" კრასნოდარში დაუპირისპირდებიან


„რაგბი ევროპის“ ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.

თამაში 17 მარტს, კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები რუსეთში რაგბი ევროპის ტურნირის გამარჯვებულის სტატუსით იმათამაშებს, რადგანაც ბორჯღალოსნებმა ტურნირის დასრულებამდე მოიპოვეს ტიტული მას შემდეგ, რაც დაამარცხეს რუმინეთის, ბელგიის და გერმანიის ეროვნული ნაკრებები.

საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 23-ედ უპირისპირდებიან. აქამდე გამართული 22 მატჩიდან რუსმა „დათვებმა“ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს, ისიც 26 წლის წინ, 1993 წლის 25 მაისს, ანგარიშით 15:9.

ფრედ დასრულდა გუნდებს შორის გამართული ერთი შეხვედრა (12:12), რომელიც ასევე დიდი ხნის წინ, 2002 წელს შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG