Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პალესტინელმა ერთი ისრაელელი მოკლა და ორი დაჭრა


ისრაელის ჯარისკაცები ინციდენტის ადგილას მიდიან. რამალა, ისრაელის მიერ ოკუპირებული დასავლეთი ნაპირი, 4 მარტი, 2019 წელი.
ისრაელის ჯარისკაცები ინციდენტის ადგილას მიდიან. რამალა, ისრაელის მიერ ოკუპირებული დასავლეთი ნაპირი, 4 მარტი, 2019 წელი.

ისრაელის არმიის წარმომადგენლის თანახმად, სულ მცირე, ერთი ისრაელელი მოკლეს და ორი დაჭრეს ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 17 მარტს.

ისრაელის არმიის ოფიცრის, იონათან კონრიკუსის თქმით, ებრაელთა დასახლება არიელში, პალესტინელმა კაცმა ისრაელის ჯარისკაცი დანით დაჭრა და მისი იარაღი გაიტაცა. ოფიცრის თანახმად, შემდეგ თავდამსხმელმა ესროლა სამ მანქანას და დაჭრა ერთი სამოქალაქო პირი, გაიტაცა მანქანა და მახლობელ გზაჯვარედინზე ესროლა მეორე ჯარისკაცს. ამის შემდეგ ის მანქანით პალესტინულ სოფელში გაუჩინარდა.

არ არის ცხადი მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი მარტო. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ რწმენა გამოთქვა, რომ თავდამსხმელებს უშიშროების ძალები მიაგნებენ.

XS
SM
MD
LG