Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყვითელი ჟილეტების“ აქციის შედეგად პარიზში 16 მარტს 80 შენობა დაზიანდა, პრეზიდენტმა მაკრონმა შვებულება შეწყვიტა


პარიზში 16 მარტის გამართული, "ყვითელ ჟილეტებად" წოდებული მოძრაობის გამოსვლების ეპიცენტრი იყო ელისეს მინდვრებზე, სადაც რადიკალურად განწყობილი დემონსტრანტებმა დაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, ცეცხლი წაუკიდეს და გაძარცვეს პატარა ბუტიკები, ასევე რესტორნები, ააგეს ბარიკადები და შეუტიეს პოლიციელებს.

შაბათის არეულობის შედეგად დაზიანდა 80 შენობა, 11 პირი დაშავდა ერთ-ერთ ბანკში ხანძრის შედეგად. აქციის შედეგად დაკავებული იყო პოლიციის მიერ 200 პირი. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი იძულებული ყო შეეწყვიტა შვებულება პირინეებში და პარიზში დაბრუნებულიყო.

გაზეთი ფიგარო იტყობინება, რომ საფრანგეთის უშიშროების სამსახურებმა შენიშნეს ბოლო დღეებში რადიკალურად განწყობილი ძალების მობილიზაცია. 16 მარტს ქალაქში 1500 დამრბევი დათვალეს. ისინი შეძახილით: "რევოლუცია"! ძარცვავდნენ და არბევდნენ მაღაზიებს. 16 მარტს დაწვეს არაერთი საგაზეთო ჯიხურიც.

XS
SM
MD
LG