Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა გლოვის დღე გამოაცხადა ახალ ზელანდიაში მოკლულთა ხსოვნის პატივსაცემად


პაკისტანის ქალაქი კარაჩი, 2019 წლის 15 მარტი: აქცია ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის გასაპროტესტებლად
პაკისტანის ქალაქი კარაჩი, 2019 წლის 15 მარტი: აქცია ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის გასაპროტესტებლად

პაკისტანმა 18 მარტის გლოვის დღედ გამოაცხადა ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმისას მოკლულთა ხსოვნის პატივსაცემად. მოკლულებიდან ცხრა ადამიანი იყო პაკისტანის მოქალაქე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰმა მაჰმუდ ყურეშიმ 17 მარტს უთხრა ჟურნალისტებს ისლამაბადში, რომ „მთელი ერი გლოვობს ამ შოკს“.

ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე 15 მარტს თავდასხმის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი. მოკლულებს შორის იყვნენ აგრეთვე ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთის, საუდის არაბეთის, იორდანიის, ინდონეზიის, მალაიზიის, ეგვიპტისა და აშშ-ის მოქალაქეები.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 28 წლის ავსტრალიელი კაცი. მას რასისტული შეხედულებები აქვს გამოთქმული ინტერნეტით გავრცელებულ ერთგვარ მანიფესტში, რომელიც ანტიმუსლიმურ მოწოდებებსაც შეიცავს.

XS
SM
MD
LG