Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი როჰანი ირანელებს მოუწოდებს, დასწყევლონ აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ირანელებს მოუწოდებს, დასწყევლონ აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი. მან პირდაპირ ტელეეთერში ნაჩვენები გამოსვლის დროს თქვა, რომ ირანის მიმართ აშშ-ის სანქციები იწვევს ქვეყანაში პრობლემებს, რომელთა შორისაც არის ინფლაცია.

როჰანის გამოსვლის ფონია მისი გუნდის მიმართ კრიტიკა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლასა და თეირანის მიმართ სანქციების განახლებას.

როჰანი 2017 წელს ჩადგა ხელისუფლების სათავეში დაპირებით, რომ გააუმჯობესებდა ეკონომიკურ მდგომარეობას და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობას. ახლა კი, ეკონომიკური კრიზისის გამო, როჰანის ოპონენტები ღიად მოითხოვენ მის გადადგომას.

„დაწყევლეთ ისინი, ვინც ამჟამინდელი ვითარება შექმნა“, მოუწოდა როჰანიმ ირანელებს და დასძინა, რომ ბრალი მიუძღვით აშშ-ს, სიონისტებსა და საუდის არაბეთს.

XS
SM
MD
LG