Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უტრეხტის მერი: სამი ადამიანი დაიღუპა ტრამვაიში სროლის შედეგად


უტრეხტი, 2019 წლის 18 მარტი: სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები და პოლიციელები ტრამვაიში სროლის ადგილას
უტრეხტი, 2019 წლის 18 მარტი: სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები და პოლიციელები ტრამვაიში სროლის ადგილას

ნიდერლანდის ქალაქ უტრეხტში სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა ტრამვაიში სროლის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ქალაქის მერმა იან ვან ჰანენმა.

ოფიციალური პირების ვარაუდით, ინციდენტი ტერორიზმთან არის დაკავშირებული.

კონტრტერორისტული პოლიცია ეძებს 37 წლის მამაკაცს, თურქეთში დაბადებულ გოკმენ ტანისს და მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ მიუახლოვდება მას.

გაძლიერებულია უაფრთხოების ზომები აეროპორტებში და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე, დაიხურა სკოლები.

ეროვნული კონტრტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელმა პიტერ-იააპ აალერსბერგმა განაცხადა, რომ უტრეხტში მომდევნო 18 საათისათვის უმაღლეს დონეზე, ხუთამდეა გაზრდილი ტერორისტული საფრთხის დონე.

აალერსბერგერის ინფორმაციით, სროლასთან დაკავშირებული ინციდენტები მოხდა რამდენიმე ადგილას. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

XS
SM
MD
LG