Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროპიკულმა ციკლონმა 160-ზე მეტი ადამიანი შეიწირა სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში


ტროპიკული შტორმი. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო
ტროპიკული შტორმი. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო

ტროპიკულმა ციკლონმა „იდაიმ“, სულ ცოტა, 162 ადამიანი შეიწირა სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. მოზამბიკში, ზიმბაბვესა და მალავიში ათობით ადამიანი ითვლება დაკარგულად.

მოზამბიკში სიდიდით მეოთხე ქალაქი, ბეირა, პრაქტიკულად, გაანადგურა ციკლონმა.

ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ადგილობრივ წყაროებზე, ისევე როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

ყველაზე დაზარალებული რაიონები მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს, რადგან დატბორილია მოზრდილი ტერიტორიები, დანგრეულია გზები და საკომუნიკაციო ხაზები. უამინდობა ართულებს სამაშველო სამუშაოებს.

XS
SM
MD
LG