ნიდერლანდში დააკავეს ქალაქ უტრეხტის ტრამვაიში სროლასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ხუთი ადამიანი.
უტრეხტის ტრამვაიში 18 მარტს სროლის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება. სკოლები დაიხურა და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები აეროპორტებში და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე მაშინ, როცა კონტრტერორისტული პოლიცია ეძებდა 37 წლის კაცს, თურქეთში დაბადებულ გოკმენ ტანისს.
სროლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შეიარაღებული პირის მოტივი კვლავაც დაუდგენელი იყო.
პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, მოტივი შესაძლოა უკავშირდებოდეს ოჯახურ პრობლემებს, ხოლო თურქეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს ეჭვმიტანილის ნათესავების მონათხრობს, რომ გოკმენ ტანისმა ტრამვაიში ნათესავ ქალს ესროლა და მერე გაუხსნა ცეცხლი სხვებსაც, როცა მათ ქალის დახმარება სცადეს.