ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა 18 მარტს კვლავ გახსნეს საზღვრის სადავო მონაკვეთი, რასაც წინ უძღოდა მათი დელეგაციების ოთხდღიანი მოლაპარაკება.
საზღვარი დაიხურა ადგილობრივებს შორის 13 მარტის დაპირისპირების შემდეგ. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ტაჯიკეთის ორი მოქალაქე, ხოლო სამი ყირგიზი საავადმყოფოში მოათავსეს.
ყირგიზეთის ორი სოფლის მოსახლეობა, რომელიც ძალადობის გამო იქნა ევაკუირებული, სახლებს დაუბრუნდა.
მოლაპარაკების დროს ასევე შეთანხმდნენ ადგილზე გზების მშენებლობაზე. უთანხმოების მიზეზი სწორედ გზები იყო.
ყირგიზეთის ვიცე-პრემიერმა ჯენიშ რაზაკოვმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ დამაკავშირებელი გზები გაიხსნება და არ იარსებებს ბლოკ-პოსტები. ტაჯიკეთის დელეგაციას სათავეში ედგა ვიცე-პრემიერი აზიმ იბროჰიმი.
ორი მხარე შეთანხმდა აგრეთვე 13 მარტის ძალადობის ერთად გამოძიებაზე.
კონფლიქტი მოხდა ფერგანის ველზე, სადაც ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრები არაერთი დავის გამომწვევ ექსკლავებს ქმნის.