Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გამოკითხა


ვახტანგ ბუცხრიკიძე
ვახტანგ ბუცხრიკიძე

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოწმის სტატუსით გამოკითხეს „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურაში უთხრეს, რომ ბუცხრიკიძე 18 ივნისს გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.

საქმეში ფიგურირებენ ბანკის თანადამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG