Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ნაცვლიშვილი: ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს


სოციალური მუშაკების საგაფიცვო მზადებას გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, ამ კვირაში მიმდინარეობს შრომითი მედიაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის შეთანხმების მისაღწევად.

„სოციალური მუშაკები არიან ჯანდაცვის სამინისტროში ის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ბიოლოგიურ ოჯახებში ბავშვების შენარჩუნებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად შეასრულონ თავისი ვალდებულება, გაუმართავი ინფრასტრუქტურის, შრომითი პირობებისა და ქვეყანაში ოჯახზე ზრუნვის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო“.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ეს ქვეყანაში არსებული სავალალო სოციალური პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენი სოციალური პოლიტიკა არ არის ადამიანების განვითარებაზე მორგებული პოლიტიკა, ეს არის ადამიანების შენარჩუნებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს“.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო არ არის ღარიბი ქვეყანა, საქართველო არის უთანასწორო ქვეყანა და ხელისუფლებამ ამ უთანასწორობის წინაღმდეგ უნდა მიმართოს ძალისხმევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG