Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაშავდა აფეთქებისას თემქაზე


თემქაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე, სავარადუდო, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, აფეთქება მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის აივნის ნაწილი.

„ყაზტრანსგაზის“ წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქება გამოიწვია დანადგარის ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ.

XS
SM
MD
LG