Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდნენ


შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე

საქართველოს პარლამენტის შაულედური არჩევნებისთვის ბლოკი შექმნეს პარტიებმა „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო.“

19 მაისს, თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში ამ პარტიების კანდიდატი იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულძე.

„ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური, სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს, როგორებიც არის ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით, ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზურუნველყოფა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

შავგულიძის თქმით, მათ უარი თქვეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და შურისძიებაზე, მომავლისკენ იხედებიან და აქვთ ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და კონკრეტული დღის წესრიგი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნების“ კოალიციის შემადგენლობაში, თუმცა, რამდენიმე წელში კოალიცია დატოვა. ამავე არჩევნების შედეგად ოპოზიციაში აღმოჩნდნენ დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც მაშინ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ.

თბილისის მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ამ ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

XS
SM
MD
LG