Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე თეა წულუკიანს: თქვენი ღვარძლის გამო ზარალდება ქვეყნის ბიუჯეტი


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის „ღვარძლის“ გამო ქვეყანა და ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება.

სამთავრობო საათზე 21 მარტს სერგი კაპანაძემ თეა წულუკიანს შეახსენა სამინისტროს უწყებებიდან გათავისუფლებული ადამიანების ის საქმეები, რომელთა სასამართლო განხილვებიც სამინისტროს წაგებით დასრულდა:

„თქვენ მარტო თამაზ ახობაძის საქმე კი არ გაქვთ, რითაც ბიუჯეტი დაზარალდა და რამდენიმე ათობით ათასი ლარი იქნა გადაყრილი, იმ ადამიანმა სწორად მიიღო ანაზღაურება, მაგრამ ეს თანხა იყო ბიუჯეტიდან აღებული, ასევე გაქვთ სერვისების სააგენტოში ერთი საქმე, იუსტიციის სახლში ერთი საქმე, დანაშაულის პრევენციის ცენტრში ორი საქმე, მიმდინარე საქმეებია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ორი საქმეა საჯარო რეესტრში, ნოტარიუსებზე არაფერს ვამბობ.

ეს რომ დააჯამოთ რა დაუჯდა ბიუჯეტს, აღმოაჩენთ, რომ რამდენიმე ასეული ათასი ლარია მინიმუმ. ეს არის ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან და არა თქვენი ჯიბიდან, ამ დროს ამ ხალხის უმრავლესობა თქვენი ღვარძლის და პოლიტიკური შეხედულების გამო არიან გათავისუფლებულები,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მისი აზრით, ასეთი ტიპის შემთხვევების დროს პასუხისმგებელი პირადად მინისტრი უნდა იყოს. „მით უმეტეს, თქვენნაირი მინისტრი, რომელიც იძახის, რომ ეს ხალხი განკურნეთ იმიტომ, რომ გააგდეთ სისტემიდან ან აღარ არიან წინა ხელისუფლების მომხრეები“, - განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა გრძელდება სამთავრობო საათი, რომელზეც სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშით დეპუტატების წინაშე იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პასუხობდა.

XS
SM
MD
LG