Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში დააკავეს ოპოზიციონერი, რომელმაც ლუკაშენკოს „თვითგამოცხადებული ლიდერი“ უწოდა


ბელარუსში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზმიცერ დაშკევიჩი, რომელიც სათავეში უდგას დაურეგისტრირებელ პოლიტიკურ მოძრაობა „ახალგაზრდა ფრონტს“. მისი ორგანიზებით 24 მარტს მინსკში გაიმართა საპროტესტო აქცია.

ოპოზიციონერის მეუღლემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაშკევიჩი სამოქალაქო ტანისამოსიანმა პოლიციელებმა დააკავეს და წაიყვანეს ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მან დემონსტრანტებს მიმართა და „თვითგამოცხადებული ლიდერი“ უწოდა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

დემონსტრაციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი რიმაშევსკიმ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციელები უარყოფენ მათ ხელში დაშკევიჩის ყოფნას. თავად რიმაშევსკი 24 მარტს ცოტა ხნით დააკავეს და გაუშვეს.

მინსკში აქცია გაიმართა ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით. რესპუბლიკამ, რომელიც იყო პირველი მსოფლიო ომის ბოლოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მცდელობა, მხოლოდ ცოტა ხანი იარსება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG