Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიო კილაძე ამბობს,რომ ეკა ბესელიას ჩასმა საარჩევნო სიაში 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა


სოფიო კილაძე
სოფიო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას ჩასმას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიაში ეწინააღმდეგებოდა.

„მეც მაქვს ინფორმაცია, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ ყოფილიყო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, მსჯელობის საგანი უნდა იყოს ის თუ რას აკეთებს, ან ვერ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. დეპუტატის შეფასებით, აქტუალურია საქართველოს ხელისუფლება და არა ეკა ბესელია.

XS
SM
MD
LG