Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მეორედ დარჩა უშუქოდ


ვენესეულის ჩაბნელებული ქუჩები
ვენესეულის ჩაბნელებული ქუჩები

ვენესუელის ხელისუფლებამ სამშაბათი უქმე დღედ გამოაცხადა ქვეყნის სკოლებსა და საწარმოებში იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო შუქის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. სამშაბათის მდგომარეობით ქვეყნის 23 შტატიდან შუქის გარეშე დარჩა 21-ი.

ელექტრობის პრობლემის გამო სამშაბათს კარაკასის ქუჩებში არ მოძრაობდა ავტობუსების უმრავლესობა, ასევე გაჩერებული იყო დედაქალაქის მეტროპოლიტენი. მოსახლეობის დიდი ნაწილს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, არ მუშაობენ ბანკომატები

მომხდარში ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მომხრეები ადანაშაულებენ აშშ-ს. ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულმა კიბერთავდასხმამ, მწყობრიდან გამოიყვანა ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური.

მომხდარ ავარიაში ვენესუელის ოპოზიცია ადანაშაულებს ნიკოლას მადუროს და მის მთავრობას. ქვეყნის გარდამავალი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს თანახმა, უშუქობა პროვოცირებულია ენერგეტიკულ სექტორში გამეფებული კორუფციისა და წლების განმავლობაში დარგის დაუფინანსებლობის გამო.

ბოლო ასეთ მასშტაბურ უშუქობას ვენესუელაში ადგილი ჰქონდა მარტის დასაწყისში, მაშინ ელექტრობის გარეშე მოსახლეობის დიდი ნაწილი ექვსი დღის განმავლობაში იყო დარჩენილი.

XS
SM
MD
LG