Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ყაზახეთის სამხედრო ვერტმფრენმა ავარია განიცადა საწვრთნელი ფრენისას, რის შედეგადაც დაიღუპა მასში მყოფი 13 ადამიანი, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს თანახმად, ვერტმფრენი 27 მარტს ჩამოვარდა ჟალაგაშის რაიონში, არალის ზღვის აღმოსავლეთით.

მი-8 ტიპის ვერტმფრენი ნაწილი იყო საჰაერო ხომალდების ჯგუფისა, რომლებიც აქტაუდან ჩიმკენტში მიფრინავდნენ.

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, მან განკარგულება გასცა, გამოძიება ჩატარდეს ავარიის მიზეზების დასადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG