Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ მოიწონა


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში უშედეგოდ დასრულდა ბრექსიტის საკითხში კონსენსუსის გამონახვის მცდელობა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უკუაგდო ყველა განხილული სცენარი.

როგორც ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, ახალი კენჭისყრა შეიძლება ორშაბათს გაიმართოს.

მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, დღევანდელი კენჭისყრის შედეგმა აჩვენა, რომ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება ბრექსიტის საუკეთესო ვარიანტია.

დღეს დეპუტატები კენჭს უყრიდნენ ბრექსიტის სხვადასხვა ვარიანტს. მათ შორის იყო:

ბრექსიტი დიდი ბრიტანეთის დარჩენით ევროკავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში.

„საერთო ბაზარი 2.0“ - ევროპის თანამეგობრობის მსგავსი რამ, რომელსაც დიდი ბრიტანეთი 1973 წელს მიუერთდა, როცა ევროკავშირი ჯერ არ არსებობდა დღევანდელი, უფრო ინტეგრირებული ფორმით.

ახალი რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლები დაადასტურებდნენ პარლამენტის მიერ შერჩეულ რომელიმე ვარიანტს.

მეის გეგმის მიღება შესწორებებით, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის პრობლემას ეხება. ამჟამინდელი ვარიანტი, რომელიც ევროკავშირთანაა შეთანხმებული, ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას იწვევს ბრექსიტის მომხრეებში.

ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის გააქტიურების შეჩერება. ეს მუხლი არეგულირებს ქვეყნის გასვლას ევროკავშირიდან. ეს, ფაქტობრივად, ბრექსიტის შეჩერება იქნებოდა.

XS
SM
MD
LG