Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატის ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოთი გაათავისუფლეს


დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული 4 პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძესა და ანტონ ღლონტს 5 000 ლარიანი გირაოს გადახდა შეეფარდათ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მიმდინარე პროცესზე, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. შუამდგომლობის საფუძველი, პროკურატურის თანახმად, ახლად გამოვლენილი გარემოებები იყო.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების სოციალური ქსელის და მობილური აპლიკაციის საშუალებით შენახვისა და გავრცელების ფაქტზე სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით აქვთ წარდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG