ევროპის პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი კოსოვოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას.
ეს ნაბიჯი მცდელობაა ევროკავშირის ზოგიერთ, რეჟიმის შემსუბუქების მოწინააღმდეგე წევრზე.
28 მარტის კენჭისყრისას 331 პარლამენტარი მიემხრო სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას სერბეთის ყოფილი ოლქისთვის, 126 წინააღმდეგი იყო და თავი შეიკავა 12-მა. მსგავსი კენჭისყრა ევროპარლამენტმა ადრეც, 2018 წლის სექტემბერშიც მოაწყო, მაგრამ ევროპის კავშირის საბჭოში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა რჩება.
ბრიუსელში წყარომ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განსაკუთრებით, საფრანგეთი და ნიდერლანდი იკავებენ თავს, მიეცეს საბჭოს მანდატი, რათა გამართოს მოლაპარაკება პარლამენტთან კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე.
საბჭო არ აპირებს ამ თემაზე ილაპარაკოს ევროკავშირში რუმინეთის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში, ივნისის თვემდე.
კოსოვო ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ ბალკანეთში, რომლის მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ.