Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა ინტენსიური სროლების შედეგად


ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ხუთშაბათის განმავლობაში, პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპერატისტების პოზიციიდან დაწყებული სროლების შედეგად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება ოპერაციის გაერთიანებული სარდლობის ფეისბუკის გვერდზე დაყრდნობით. იუწყებიან, რომ ტერორისტებმა შვიდჯერ გამოიყენეს შეიარაღება, მათ შორის 120 და 82 მილიმეტრი კალიბრის არტილერია, რაც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით.

უკრაინის სარდლობის ცნობით, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად გაიხსნა საპასუხო ცეცხლი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეზე მსხვერპლის შესახებ უცნობია.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, კიევისა და სეპარატისტთა ჯარებს შორის ბრძოლებს 13 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG