რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა, 30 მარტის დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. "ინტერპრესნიუსს" კომპანია „ინტერტრანსში“ განუცხადეს, რომ დილიდან ამ ხაზზე 21 მიკროავტობუსი დადის. „შეთანხმების შედეგად მძღოლები გადაიხდიან იმ თანხას, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მათ დილიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს და ხაზზე 21 ერთეული სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს ", - განაცხადა "ინტერტრანსის" წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ. წინა დღით, რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა პარალიზებული იყო. მძღოლები გადასახადის ზრდას აპროტესტებდნენ.
ყველაზე პოპულარული
1