სლოვაკეთის მოქალაქეები 30 მარტს განმეორებით ტურში ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. სახელმწიფოს უმაღლეს პოსტზე ერთმანეთის მეტოქეები არიან ოპოზიციონერი კანდიდატი, პროევროპელი ზუზანა ჩაუპტოვა და სახელისუფლებო პარტია „სმერის“ კანდიდატი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭიროა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმა.
17 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, ზუზანა ჩაპუტოვამ ხმის უფლების მქონეთა 40-ზე მეტი პროცენტი მიიმხრო. შეფროვიჩმა თითქმის 19 პროცენტი მოაგროვა.
სლოვაკეთის პრეზიდენტი შეზღუდული უფლებების მქონე ქვეყნის პირველი პირია, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.